მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

19:26, 02.07.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი იმყოფება. უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.

მსგავსი