მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ არჩილ კალანდიასთან შეხვედრა გამართა
მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ არჩილ კალანდიასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არჩილ კალანდიას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და დიპლომატიური მისიის ძირითადი საკითხები განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.