მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ათი წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისგან, რომელთაგან სამს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო კიდევ სამს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
გოგა კიკალიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.