მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

11:37, 25.04.2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება პაპის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

მსგავსი