მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენს ლიდერს გუშინ როგორი გამოსვლა ჰქონდა, ისევ ჩამოგდება, ისევ დამხობა, ამას ემიჯნებით რომელიმე?
მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენს ლიდერს გუშინ როგორი გამოსვლა ჰქონდა, ისევ ჩამოგდება, ისევ დამხობა, ამას ემიჯნებით რომელიმე?

ჩვენი მოსახლეობა უნდა ვანუგეშო, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში დიახ, ჩვენ, „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლება ვართ გარანტი, რომ საქართველოში იქნება მშვიდობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მიხელ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტების პარტიაა, რომელსაც დროულად უნდა გაემიჯნონ მოქალაქეები.

„თქვენს ლიდერს გუშინ როგორი გამოსვლა ჰქონდა? ისევ ჩამოგდება, ისევ დამხობა, ისევ დახრჩობა და რა სიტყვები აღარ გამოიყენა. ამას ემიჯნებით რომელიმე?“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ყაველაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხვა ქვეყნების ტელევიზიებიდან ამუნათებენ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას.

„რომელ ერთიანობაზე გვესაუბრებით? სად არის ერთიანობის გარანტი?“,- ჰკითხა ოპოზიციონერ დეპუტატებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი ადამიანი მართლაც არის სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული.

„ომის პარტიასა და ბოროტების პარტიას მივმართავ, არ გამოგივათ. მივმართავ ახალგაზრდებს, ზოგიერთი ამ პარტიაში მეგულება სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული. ვიდრე დროა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აღარ ვიგინები, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რჩევას გაძლევთ – ვიდრე დროა, კარგად დაფიქრდით, არ მინდა, ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ. ვიდრე დროა, გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია, შეუძლებელია, როდისმე ამ პარტიამ ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს გამორიცხულია. გაემიჯნეთ ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ და თითქოს არ იცით, რა ხდება. სამწუხაროა, რომ ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, შეიძლება, ასეთი რეალობა არსებობდეს? ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, რადგან ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით. გახარებული იყო ხალხი, შეიძლება ასეთი რამ იყოს? “, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.