მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს მიმართა - შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა, მოღალატე ხარ, საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი, ბოდიშიც არ მოგიხდია
მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს მიმართა - შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა, მოღალატე ხარ, საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი, ბოდიშიც არ მოგიხდია

შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი, ბოდიშიც არ მოგიხდია, – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს.

მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტში იმ დროს მოხდა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

დეკანოიძემ ყაველაშვილს მოღალატე და რუსეთუმე უწოდა. ხატია დეკანოიძემ მიხეილ ყაველაშვილს ჰკითხა, რა სინდისით იდგა იქ.

მიხეილ ყაველაშვილმა კი ხატია დეკანოიძეს, რომელიც სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, მიმართა, რომ ასე უნდა გააძევონ საერთოდ პოლიტიკიდან.

„შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი, ბოდიშიც არ მოგიხდია. ბოდიში უნდა მოიხადო. ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანები ღმერთმა გვიმრავლოს. ასე უნდა გაგაძევოთ საერთოდ პოლიტიკიდან, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყავი. ახლა კი არ უნდა დაგეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“, მეგის ქარდავა კაცებს რომ აუპატიურებდა, მაშინ უნდა მიმხვდარიყავი და დაგეტოვებინა. გირგვლიანს რომ კლავდნენ, მაშინ უნდა დაგეტოვებინა და არა ახლა, ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წელს ხელისუფლებამ კანონი დაძაბულობის და მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილების გამო გაიწვია.

„დღეს უარყვეს, ამას ვინ გაბედავდა და ვინ იკადრებდაო, ასეთი საუბარი იყო ვაშაძისგან და ხაბეიშვილისგან. შევახსენებ საზოგადოებას, ეს ის ორგანიზაციაა, ვისზეც „ხალხის ძალამ“ უკვე დავაანონსეთ, რომ უნდა მოხდეს მათი გასამართლება. ასევე შევახსენებ, რომ მსგავს საქციელს ისინი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, პირდაპირ ქუჩაში იქნა ჩახოცილი. გვარები იცის საზოგადოებამ – გირგვლიანიდან დაწყებული, ვაზაგაშვილით დამთავრებული, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ხალხს, რამდენი პატიმარი ჰყავდათ, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ამ ძალისგან გაკვირვება, რომ შეიძლება ვინმეს მკვლელობა დაგეგმილიყო, სასაცილოა. ადეიშვილის მოადგილე იყო ვაშაძე, პოლიციის აკადემიაში მუშაობდა დეკანოიძე, რომელსაც უკვირს და უარყოფს, თითქოს ამ ძალასთან რაიმე საერთო ჰქონდა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.