მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

13:22, 11.11.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

ამასთან, რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოს პრიორიტეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

მსგავსი