მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უმასპინძლა.
გამოფენა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები, როგორებიცაა: წყალი, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მწვანე მშენებლობა და სხვა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმყოფებოდა.