მიხეილ ყაველაშვილი - ყველანი ვთანხმდებით, რომ ჩვენი რეგიონი არის საკმაოდ მიმზიდველი, დიდი შესაძლებლობების მქონე და უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი
მიხეილ ყაველაშვილი - ყველანი ვთანხმდებით, რომ ჩვენი რეგიონი არის საკმაოდ მიმზიდველი, დიდი შესაძლებლობების მქონე და უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი

საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ყველანი ვთანხმდებით, რომ ჩვენი რეგიონი არის საკმაოდ მიმზიდველი, დიდი შესაძლებლობების მქონე და უნდა გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მეზობელმა ქვეყნებმა კარგად იციან, რომ შეუძლებელია, საქართველოს გარეშე განხორციელდეს პროექტები და შუა დერეფნის თემა არის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი.

„ზოგჯერ ჩვენ არ გვახსენებენ ხოლმე სხვა ქვეყნის ლიდერები, მაგრამ წარმოუდგენელია, საქართველოს გარეშე განხორციელდეს პროექტები. ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მეზობლებმა და დიდი მადლობა მათ. შუა დერეფნის თემა არის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი, ასევე, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ სამშვიდობო პროცესებიც კი ამ რეგიონში გადაწყდეს. ჩვენ ამაზე ვართ მოტივირებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.