მიხეილ ყაველაშვილი - ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები, ეს ძალა, არ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში
მიხეილ ყაველაშვილი - ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები, ეს ძალა, არ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში

ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები, ეს ძალა, არ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები იძლევა შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობდეს.

„დანაშაულები, რაც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი აზრით, იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ნამდვილად ხელს უშლის პოლიტიკური მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. რაც შეეხება ამ პარტიებს, მივანდოთ, რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.