მიხეილ ყაველაშვილი - ყოველთვის გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება, მაგრამ არსებობს ზღვარი, საიდანაც ვერაფრით გადავუხვევთ, მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია
მიხეილ ყაველაშვილი - ყოველთვის გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება, მაგრამ არსებობს ზღვარი, საიდანაც ვერაფრით გადავუხვევთ, მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია

ყოველთვის გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება, მაგრამ არსებობს ზღვარი, საიდანაც ვერაფრით გადავუხვევთ – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ მზად არის დიალოგისთვის და მყარი პოზიციები აქვს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. მყარი პოზიციები გვაქვს. კომპრომისული დამოკიდებულება ყოველთვის გვქონდა, მაგრამ არსებობს ზღვარი, საიდანაც ვერაფრით ვერ გადავუხვევთ – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. მიზეზი უნდა არსებობდეს, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ ეს მიზეზი არ არის, ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო მითითებული რიგი საკითხები საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. უკვე ინიცირებულია, რა რეკომენდაციებიც იყო მათ დასკვნაში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.