მიხეილ ყაველაშვილი - ყოველი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი ხან ზღვით მობრძანდება, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან გვირაბს თხრის, ეს არის კურდღელი და კურდღლების პარტია აქვს
მიხეილ ყაველაშვილი - ყოველი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი ხან ზღვით მობრძანდება, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან გვირაბს თხრის, ეს არის კურდღელი და კურდღლების პარტია აქვს

მიხეილ სააკაშვილი ყოველი არჩევნების წინ ასეთი პათოსით ჩნდება, ხან ზღვით მობრძანდება, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან გვირაბს თხრის, ეს არის კურდღელი და კურდღლების პარტია აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და კიდევ ვერ მიხვდა, რომ მისი გამონათქვამები და ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ეს ადამიანი გამოდის და დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ მმართველ ძალას, „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმურს უწოდებს, რომელსაც არჩევნებში დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ადამიანი მხარს უჭერდა. ეს ადამიანი ყოველი არჩევნების წინ ასეთი პათოსით ჩნდება და ხან ზღვით მობრძანდება, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან გვირაბს თხრის. ეს არის კურდღელი და კურდღლების პარტია აქვს. ეს არის უჯიშოთა ჯიში, არაფერი საერთო არ აქვს ნაციონალობასთან და ეროვნულობასთან. სწყინთ, მაგრამ მათ კრიმინალების ორგანიზაცია უნდა ვუწოდოთ, რადგან მათი წარმომადგენელია ზუსტად კეზერაშვილი, რომელზეც უკვე ისრაელის პროკურატურამ აღძრა საქმე, ჭაკუა, რომელიც მალვაში იყო.

მათ უნდათ, ამერიკის შეერთებული შტატები მფარველად ამოიყენონ და ამ დამოკიდებულებით უნდა ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან. არაერთხელ აღინიშნა ის, რომ ქვეყნებს შორის ასეთ მაღალ დონეზე ურთიერთობა არასოდეს ყოფილა. ეს მაღალი ტრიბუნიდან, აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებმა არაერთხელ აღნიშნეს. ეს არის უჯიშოთა ჯიში, კურდღლების პარტია, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ ჩვენს ღირსებასთან, ღირებულებებთან, ეროვნულობასთან. უბრალოდ, სხვა საშუალება არ არის. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და მათი არსებობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ ჩვენი ამომრჩეველი როგორ მოიქცევა და მათი სახე ყოველი არჩევნების წინ ჩნდება. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ასეთი წარმონაქმნები რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ ჩვენს საზოგადოებაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე იქნება.