მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს

14:47, 24.08.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს! დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა. საქართველომ, რომლის ისტორიაც თავისუფლებისთვის უწყვეტ ბრძოლას წარმოადგენს, კარგად იცის სუვერენიტეტის ჭეშმარიტი ფასი.

ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს“,- აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

მსგავსი