მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს ესტუმრა

22:00, 30.10.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

მიხეილ ყაველაშვილმა საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების ორი დარბაზი დაათვალიერა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ბატონის ციხის კომპლექსში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დეპუტატები – გელა სამხარაული და ლევან მახაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი