მიხეილ ყაველაშვილი – თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა, უმძიმეს წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალ ქსელში წერს.
„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და, რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრშივთურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
@RTErdogan We wish to express our deepest condolences and share your profound sorrow over the tragic loss of life caused by the crash of the Turkish military cargo aircraft within Georgian territory.
This appalling tragedy has brought us immense grief. In these painful and…— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) November 11, 2025