მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

21:22, 22.03.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს პირისპირ შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი