მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს საკალათბურთო ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, კალათბურთელებს მადლობა გადაუხადა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზაზე შემდგომი გამარჯვებები უსურვა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე, პირველი მატჩში მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა.