მიხეილ ყაველაშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ძლიერი არ გვეყოლება, შეუძლებელია ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდეს, ჰუმანურობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ერთმანეთს არ უნდა აზიანებდეს
მიხეილ ყაველაშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ძლიერი არ გვეყოლება, შეუძლებელია ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდეს, ჰუმანურობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ერთმანეთს არ უნდა აზიანებდეს

აგრესია რაში გამოიხატება, როცა სიმართლეს ლაპარაკობ?! რა ჩაიდინეს მთელმა საქართველომ იცის. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში საუბარი იყო მოლაპარაკებაზეც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.

„აქ მკაფიო გზავნილებია, რომელზეც ხშირად მიწევდა მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი, რომლისთვისაც ჰუმანურობა ჩვენი შინაგანი განწყობაა. ეს არ არის საშუალება, რომ რაღაც მიზანს მივაღწიოთ. ჩვენი ამომრჩეველი გვსაყვედურობდა ჩვენი ჰუმანურობიდან გამომდინარე. მეორე თემა სახელმწიფო ინსტიტუტებია. სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ძლიერი არ გვეყოლება, შეუძლებელია ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდეს. ეს ორი თემა, ჰუმანურობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ერთმანეთს არ უნდა აზიანებდეს. ნუ გგონიათ კანონდარღვევა თავისუფლება და დემოკრატია. არც ერთი ქვეყანა არ არის აშენებული სამართლის და კანონის მიღმა. ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება სამართლის და კანონს მიღმა. ვისაც ხელეწიფება მოლაპარაკებებზე დაბრუნება, არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებაზე და საუბარზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.