მიხეილ ყაველაშვილი - სახალხო დამცველი არა მხოლოდ ჩანაწერებთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკითხებშიც არ არის ობიექტური
მიხეილ ყაველაშვილი - სახალხო დამცველი არა მხოლოდ ჩანაწერებთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკითხებშიც არ არის ობიექტური

სახალხო დამცველი არა მხოლოდ ჩანაწერებთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკითხებშიც არ არის ობიექტური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემდა სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიცია არა მხოლოდ ამ საკითხში, კიდევ სხვა საკითხებშიც არ არის ობიექტური. ჩვენ გვექნება საშუალება, როცა ის მიბრძანდება საკანონმდებლო ორგანოში, დავუსვათ შესაბამისი კითხვები. რიგ შემთხვევებში მგონია, რომ არ არის ობიექტური“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, დისკრედიტაციის, საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია.