მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.