მიხეილ ყაველაშვილი - რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად და პარტნიორები ცდილობენ, როგორმე გადამუშავებას დაექვემდებაროს, მაგრამ მათი გადამუშავება შეუძლებელია
მიხეილ ყაველაშვილი - რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად და პარტნიორები ცდილობენ, როგორმე გადამუშავებას დაექვემდებაროს, მაგრამ მათი გადამუშავება შეუძლებელია

ადვოკატის საუბარს თუ დავემოწმებით, დღეს სამჯერ თუ ოთხჯერ წაუვიდა გული და ხვალ ეცდება, ჩაერთოს. ეს არის იმ დიდი სპეცოპერაციის ნაწილი, რაც ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით გამოიკვეთა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა.

ყაველაშვილის თქმით, ამით სურთ, საზოგადოებას დაანახონ, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი.

„ამით სურთ, საზოგადოებას დაანახონ, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი. ხვალინდელ ჩართვაშიც ამ სიმულაციას გამოიყენებს, თითქოს გული წაუვიდა. მსგავსი შეფასებები იქნება, აი, ნახეთ, რა მძიმე მდგომარეობაშია.

ოპოზიციის დღევანდელი  განცხადებები იყო ამ ერთიანი გზავნილის მესიჯბოქსი. საქართველოში რადგან ვერ მოახერხეს თემით მანიპულირება, ქართულ საზოგადოებას აღარ სჯერა, პროცესი გადავიდა საერთაშორისო არენაზე –  კომპანია „გლობალ პოინტი“ დაიქირავეს, რაზეც ჩვენ წინასწარ ვისაუბრეთ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული ტექსტიც ვნახეთ. ეს არის სპეცოპერაცია. ყველასთვის ნათელია პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ყველასთვის ნათელია, რომ ხვალ უფრო მძაფრი სიუჟეტი შეიძლება, იყოს წარმოდგენილი. ვერაფერი ვეღარ უშველის ამ ძალას. რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად და პარტნიორები ცდილობენ, როგორმე გადამუშავებას დაექვემდებაროს, მაგრამ ეს ოპოზიცია იმდენად მძიმე ნივთიერებებით არის შეპყრობილი, მათი გადამუშავება შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.