მიხეილ ყაველაშვილი პორტუგალიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი პორტუგალიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან წურწუმიასთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.