მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

17:06, 09.09.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლე თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებსა და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეფე ჰარალდ V-ის ხსოვნას და საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ნორვეგიის სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მიმართ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი