მიხეილ ყაველაშვილი ნატო-სთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნატო-სთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვარლამ ავალიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.