მიხეილ ყაველაშვილი -  მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ყველაფერი მიღწევადია
მიხეილ ყაველაშვილი - მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ყველაფერი მიღწევადია

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის ხელისუფლება მზად არის, მათ შორის კომპრომისისთვის. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს, ამასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარებას რეალური საფუძველი უნდა ჰქონდეს.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ყველა აღიარებს, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.

„რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ დაეთანხმო ამერიკის ელჩს. ჩემი და ჩვენი განწყობა ყოველთვის იყო ამ მიმართულებით. კომპრომისის საუბრისას მხედველობაში არაა ის, რაც აღნიშნა პირველი შეხვედრის დროს ერთ-ერთმა პარტიის წარმომადგენელმა, აკო მინაშვილზე მაქვს საუბარი, რომ მაგიდასთან დასხდომის ეტაპი ჩათვალა კომპრომისად, ხოლო სხვა დანარჩენი არაფრად ჩათვალეს. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. ყველაფერი მიღწევადია, თუ იქნება დაყრდნობილი სამართლიანობაზე.

თუ ჩვენ ჩავატარებთ ხელახალ არჩევნებს ისე, რომ საფუძველი არ არის და მიზეზი არ არსებობს ამის, მაშინ ყველა ძალას შემდეგ ეტაპზე ექნება შანსი, მოითხოვოს ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, მცირე სახის დარღვევები არსებობდა, მაგრამ მთავარია, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი, სამართლიანი იყო და ყველა აღიარებს. შესაბამისად, შეუძლებელია, გადახედილი იყოს არჩევნების შედეგი. ამიტომ კომპრომისისთვის ყოველთვის მზად ვართ. საარჩევნო სისტემის რეფორმებისთვისაც მზად ვართ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას, კანონის უზენაესობას და ამის მიხედვით იქნება ჩვენი საუბარი.

ერთადერთი რამ აღელვებთ, რომ მათ არ უჭერს ჩვენი მოსახლეობა მხარს და ნებისმიერ, რაღაც მიზეზს ეძებენ, როგორმე ჩვენი საზოგადოების განაწყენებული ნაწილი გარეთ გამოიყვანონ და აქციის სახით მოახერხონ რიგგარეშე არჩევნები. სათვალავშიც, არ არის მერამდენედ ხდება აქციების დაანონსება, თუ იკრიბებიან, ძალიან მცირე ნაწილია ადამიანების, ან ინფორმაცია აქვთ, რომ ხალხი არ გამოდის და აქციას გადადებენ ხოლმე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.