მიხეილ ყაველაშვილი - მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანში შედგა
მიხეილ ყაველაშვილი - მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანში შედგა

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანში შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყაველაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში ჩემს კოლეგასთან, ბატონ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან გავმართავ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შედგა“, – წერს ყაველაშვილი.