მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

17:08, 15.04.2025

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.

ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ იუბოვი დახვდა.

ვიზიტის ფაგლებში საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი