მიხეილ ყაველაშვილი – მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის დასაწყისი
მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც საკვანძო და იმედის მომცემ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ყაველაშვილი წერს, იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება გახდება გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის დასაწყისი.
„ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის დასაწყისი როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე იქნება ბიძგის მიმცემი სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის, რათა დიპლომატიას ჰქონდეს მთავარი როლი მშვიდობის დასამყარებლად“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
The ceasefire agreement in Gaza is a welcome and indispensable development on the road to long-term regional stability. We are hopeful that this agreement will not prove fragile but will rather anchor a lasting peace in the Middle East. Let this accord be a powerful impetus for…
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) October 14, 2025