მიხეილ ყაველაშვილი მალტის ელჩს, ტეოდორიკო ნანის შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი მალტის ელჩს, ტეოდორიკო ნანის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს ტეოდორიკო ნანის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებზე

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის მიმართულებებზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსაც“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.