მიხეილ ყაველაშვილი – მადლობა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას

22:17, 10.09.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე ღირსეული თამაშისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოსა და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად დავესწარი.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ფინეთთან 79:93 დამარცხდა.

 

მსგავსი