მიხეილ ყაველაშვილი კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ ხასიათს, ეროვნულ მოტივებსა და იმ ემოციურ სამყაროს, რომელიც მის ხელოვნებას მსმენელისთვის ახლობელსა და გამორჩეულს ხდიდა.
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს დარჩება ქართული მუსიკის ისტორიაში.
საქართველოს პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს ნუნუ დუღაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმარში.
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.