გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი

10:35, 05.11.2026

93 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი. ინფორმაციას კომპოზიტორის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ნუნუ დუღაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1959-1962 წლებში ნუნუ დუღაშვილი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი.

პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისთვის.

2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი.

მსგავსი