მიხეილ ყაველაშვილი - კანონპროექტი მოიცავს მხოლოდ გამჭვირვალობას და ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რა არის აქ მიუღებელი?
მიხეილ ყაველაშვილი - კანონპროექტი მოიცავს მხოლოდ გამჭვირვალობას და ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რა არის აქ მიუღებელი?

კანონპროექტი მოიცავს მხოლოდ გამჭვირვალობას და ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რა არის აქ მიუღებელი? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, კანონპროექტს სჭირდება განხილვა, რაც არის პარლამენტარის მოვალეობა.

„კანონი, რომელზეც გვაქვს საუბარი, მოიცავს მხოლოდ ორ რამეს. ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება – ყველასთვის იყოს ცნობილი იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებსაც 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნიდან აქვთ. რა არის მიუღებელი და გაუგებარი? ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს რუსული? კანონს სჭირდება განხილვა, ეს არის პარლამენტარის ფუნქცია, მოვალეობა და ვალდებულება. არანაირ რუსულ პრაქტიკას არ ამკვიდრებს. მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში და ახლა – საფრანგეთში. საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. მზად ვართ, ყველას გავცეთ პასუხი მშვიდად და წყნარად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.