მიხეილ ყაველაშვილი - კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს
მიხეილ ყაველაშვილი - კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს

კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ძირითადად თვითმმართველობის საკითხებს ეხებოდა.

„გავიარეთ ტექნიკური საკითხები. რაც შეეხება მერებს, გვექნება ამაზეც შემდეგ ეტაპზეც მსჯელობა და აუცილებლად გაიგებს საზოგადოება. სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს, ესეც ჩვეულებრივი პროცესია. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ. უფრო მეტი დრო გვაქვს, რათა გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ, კიდევ კარგად ავწონ-დავწონოთ, ვინ იქნება მისაღები ამა თუ იმ რეგიონში მერად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეული მერი ჰყავს დღეს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახი კალაძე თავის კანდიდატურას, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.