მიხეილ ყაველაშვილი - ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს, ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები გაგრძელდება დინამიკურად
მიხეილ ყაველაშვილი - ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს, ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები გაგრძელდება დინამიკურად

პირველ დღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას ბევრი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. სწორედ იმისთვის იყო ეს ვახშამი ორგანიზებული, რომ ჩვენ გვქონოდა ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება და ამ ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მილანში სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი შეეხებოდა აშშ-ისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მომდევნო წლებში დინამიკურად გაგრძელდება.

„ძალიან თბილი შეხვედრა იყო. იცით, რომ არსებულ ადმინისტრაციასთან თანხვედრაა იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც უკვე წლებია, ვადგავართ ჩვენი ქვეყანა, ეს შეეხება ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ ღირებულებებს. სხვათა შორის, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა და აღნიშნა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ და კარგი სიტყვები არ დაიშურა. ჩვენი პატრიარქიც ახსენა. ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ იყო შთაბეჭდილებები ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.