მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

09:19, 07.02.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დაესწრო.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად გამართულ საზეიმო მიღებას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ესწრებოდა.

ღონისძიება პალაცო რეალეში გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი