მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა

14:46, 29.06.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა ბექა დვალს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მსგავსი