მიხეილ ყაველაშვილი - იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომ შესაძლებელია, ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ
მიხეილ ყაველაშვილი - იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომ შესაძლებელია, ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ

იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომ შესაძლებელია, ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ, რადგან ამით მაინც დავანახოთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მომხრეა ამ პოზიციის – ომის არდაშვება და ღირსეული პარტნიორობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის და ევროკავშირის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, „ხალხმა დაინახა, რომ თავისი ქვეყნის პატრონი თავად არის, თავად ეკუთვნის ეს ქვეყანა და არავისთვის არ დათმობს“.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა ქვეყანა რომ მათ ეკუთვნით და ამ სიტუაციაში მათაც სჭირდებათ ღირსეული პარტნიორი და პასუხი, ვინც კი ჩვენი გულშემატკივარია, რომ რასაც ღიად ესაუბრება ვთქვათ ტელეეკრანებიდან და ბრიფინგებიდან, ისევე იყოს განწყობილი კულუარებშიც. ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანისაა და აქ რომელიმე ერთ, ორ ლიდერზე, ან ხელისუფალზე, ან პრემიერ-მინისტრზე ვერ განხორციელდება ზეწოლა და ის ვერ იქნება ამის განმხორციელებელი, რადგან ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, ყველა დგას თავის პოზიციაზე. ახლა გამიჩნდა იდეა, იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, შესაძლებელია, რომ ჩვენ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ, რადგან ამით მაინც დავანახოთ, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მომხრეა ამ პოზიციის – ომის არდაშვება და ასევე ღირსეული პარტნიორობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის და ევროკავშირის, რომ მათ გველაპარაკონ ღიად, დაიცვან ის პოზიციები და არ მოხდეს აქ ხელოვნური ჩარევა, რევოლუციებზე ფიქრი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში.