მიხეილ ყაველაშვილი - გიორგი სამუშია ის ადამიანია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას განსხვავებული აზრის მქონე პირებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა
მიხეილ ყაველაშვილი - გიორგი სამუშია ის ადამიანია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას განსხვავებული აზრის მქონე პირებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა

გიორგი სამუშია წინა ხელისუფლების ჯალათი და ეჭვმიტანილი წამებაზე, უკრაინაში დაკავებულია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გიორგი სამუშია წინა ხელისუფლების ჯალათია.

„ეს ის ადამიანია, რომელიც სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილი როცა ხვდებოდა ემიგრანტებს, მაშინ იკადრა და იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა. ეს ადამიანი არის მწამებელი და ეს არის სიმბოლო, რომ ერთი ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნებით მოხდა უკრაინაში. ეს ადამიანი იმართება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელიც შოუებს დგამს ყოველთვის. სიმბოლურია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი შეხედვით თითქოს მოტივაცია, რომ რაღაცა საკითხებზე საუბრობს და მეორე ის, რომ ასეთი ადამიანები უმაგრებენ ზურგს, ეს იყო ზუსტად ტრიუმფის დასასრული. გიორგი სამუშია და ასეთი ადამიანები, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, აუცილებლად იქნებიან დასჯილები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

საქართველოს პირველი არხისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს. ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ პროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციაზე მიმართავს.