მიხეილ ყაველაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის
მიხეილ ყაველაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.

ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა.

სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.