მიხეილ ყაველაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, როდესაც სარკინიგზო შემთხვევას ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის სამძიმრის წერილში.
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, სულ მცირე, 170 ადამიანი. ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.
I express my deep sorrow over the tragedy in Spain, where a railway accident resulted in the loss of human lives.
I extend my condolences to the families of the victims and affirm my solidarity with the people of Spain during this difficult time.
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) January 20, 2026