მიხეილ ყაველაშვილი - ის ადამიანები არიან აღტკინებული, ვაიმე, ტელევიზია დავიცვათო, რომლებიც ტელევიზიაში შევარდნენ
მიხეილ ყაველაშვილი - ის ადამიანები არიან აღტკინებული, ვაიმე, ტელევიზია დავიცვათო, რომლებიც ტელევიზიაში შევარდნენ

გამოძიება თუ უნდა ჩატარდეს, ყველაფერზე უნდა ჩატარდეს. ეს მიუთითა პროკურატურამ. ჯერ მიზეზი ხომ უნდა გავიგოთ, ეს ყველაფერი რატომ მოხდა, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და საიდან არის მისი წარმომავლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.

„ქართული ოცნება“ რომ პროცესების ადეკვატურია, ამის გამო გადავიდნენ ოჯახის წევრებზე და აქცენტი ათი წლის წინანდელ ჩანაწერზე გაქვთ. ჩემმა კოლეგებმა თქვეს, რომ აუცილებელია გამოძიება. ჩემთვის ნათელი იყო, ეს ყველაფერი რატომ გაკეთდა და ჩემთვის არ არის საჭირო გამოძიება. თუ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ყველაფერზე უნდა ჩატარდეს. ეს მიუთითა პროკურატურამ, ამ თემაში შინაარსიც შედის. ჯერ ხომ უნდა დადგინდეს, მიზეზი ხომ უნდა გავიგოთ, ეს ყველაფერი რატომ მოხდა, ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, და საიდან არის მისი წარმომავლობა. თქვენ წინ მე დავდგები და გარწმუნებთ, რომ მსგავსი ძალადობრივი აქტი არ იქნება. საიდან მოიტანეთ? ალბათ, ამ აქტის განმხორციელებელი იმდენი ადამიანი გყავთ ყოველდღე ტელევიზიაში, გელანდებათ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, მსგავსი რამ გაიმეოროს. ის ადამიანები არიან აღტკინებულები, ვაიმე, ტელევიზია დავიცვათო, რომლებიც ტელევიზიაში შევარდნენ. არ მინდა, ინგა გრიგოლიაზე ვისაუბრო, მაგრამ გუშინ ერთხელ არ ახსენა „იმედის“ დარბევა და გვერდით ეჯდა მას, ვინც დაარბია. ინგლისურის მასწავლებლის ამბავზე არ ვიცი, მათი ფანტაზია სადამდე მიდის. გავრილოვი მოძებნეს და სიტუაცია ვერ ააგორეს, შემდეგ რუსეთის დაზვერვის სამსახურის გამონათქვამი მიაბეს „ქართულ ოცნებას“. ასეთი მიზეზების ძიებაში არიან. ჩვენ გვეუბნებით, გავრილოვმა და მასწავლებელმა რა თქვეს და ამაზე გაქვთ დღის წესრიგი აგებული, მაგრამ IRI და NDI, ასევე ამერიკა, ევროკავშირი და პარტნიორები ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ ამ თემებზე საერთოდ არ საუბრობთ. ხომ გინდათ, რომ სიტუაცია დალაგდეს და აქ მობრძანდეთ, პარლამენტში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.