მიხეილ ყაველაშვილი - ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით
მიხეილ ყაველაშვილი - ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

ყაველაშვილის თქმით, ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით.

„დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება.

ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენ გვერდით დგანან მასწავლებლები. ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები, ღირებულებების, რომლებსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს.

ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს!“ – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.