მიხეილ ყაველაშვილი – „დიფ სთეითი“, რომელსაც ჩვენ დავარქვით გლობალური ომის პარტია, დაინტერესებული იყო, დიდხანს გაგრძელებულიყო ომი, რასაც ვამბობდით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს

16:07, 22.02.2025

ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, იარაღის გაგზავნას, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანია REAL TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რაზეც ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.

„რეალობით, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით არის, მხედველობაში მაქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ომით. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი „დიფ სთეითზე“, ჩვენ ამას დავარქვით გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესიც იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ახლა ამაზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. ტრამპი გამოვიდა ინიციატივით, რომ უნდა დასრულდეს ომი, მშვიდობის მომხრეა, რისი მომხრეც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება პირველივე დღიდან ვიყავით. ვთხოვდით დიდ ქვეყნებს, რომ სასწრაფოდ მომხდარიყო მათი შეკრება, რათა შეჩერებულიყო ეს მართლაც მძიმე ომი, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. ყველა განვიცდით, რომ ეს ომი გრძელდება და ჯანსაღად ვინც აზროვნებს, ყველას სურვილია, ეს რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

პრეზიდენტი ვიდრე გავხდებოდი, მე ვიყავი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვისაც წილად ხვდა, პირდაპირ წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ძალებისთვის, რომლებიც ასე უხეშად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, როგორმე მეტი აქტიურობა გამოეჩინა ომზე, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, პირდაპირ იარაღის გაგზავნას, რაც კავშირში იყო, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში. ამას უკრაინის ხელისუფლებაც მოგვიწოდებდა, ჩვენი ელჩი გაიწვია. ძალიან დაძაბული ვითარება იყო, ჩვენ ამას ვგრძნობდით. წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. დღეს ტრამპის შეხედულებებზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ მკაფიოდ არის ხაზი გავლებული, რასაც ჩვენ, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ერთი ერთში იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია. მე მგონი, პასუხი პირდაპირი მნიშვნელობით გაცემულია, რომ ჩვენი პოზიცია იყოს სწორი. ნამდვილად წინ აღვუდექით და მშვიდობა გვსურდა. დღეს ანალოგიური გზავნილებით საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ასე რომ, ამ საკითხში ჩვენ გვაქვს თანხვედრა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი