მიხეილ ყაველაშვილი – დაბადების დღეს ვულოცავ რობერტ სტურუას, მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რეჟისორ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, რობერტ სტურუას შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია.
„ბატონ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ვულოცავ! მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს და მაყურებელთა არაერთ თაობას თეატრალური ხელოვნების ახლებური, სიღრმისეული აღქმა ასწავლა.
ბატონ რობერტს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუდამ დარჩება შთაგონების წყაროდ ქართული კულტურისთვის“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.