მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე - ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს უფლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე - ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს უფლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ

ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს უფლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოდიშს ვიხდი, რომ ეს სესიაზე მოხდა ეს. არაფერი არ მომხდარა. პირადი საკითხი იყო და ყველაფერი მშვიდად დამთავრდა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კამათი იყო საკანონმდებლო ორგანოში. სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის. მოგვიანებით კი კამათში ჩაერთო „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე. დეპუტატები მანდატურებმა დეპუტატის ოთახში გაიყვანეს. დაპირისპირება ოთახშიც გაგრძელდა, თუმცა იქ შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ. დაპირისპირების მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.