მიხეილ ყაველაშვილი – ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს
გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.
პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.