მიხეილ ყაველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც სახელმწიფოს უჭირს
მიხეილ ყაველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც სახელმწიფოს უჭირს

ბიძინა ივანიშვილის სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოსა და ბიზნესს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი უდიდეს სტიმულს აძლევს ქვეყნის სწორად განვითარებას და არის ეკონომიკის ერთგვარი გარანტი.

„ამას არაერთი მასშტაბური პროექტი ადასტურებს და ახლა მათ რიცხვში შედის წყალტუბოს რეაბილიტაცია. ეს მასშტაბური პროექტი რეგიონის განვითარების წინაპირობა გახდება და ძალიან მალე მოახდენს გავლენას ადამიანების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.