მიხეილ ყაველაშვილი - ბადრი ბასიშვილი, გივი თარგამაძე, უტიაშვილი, ადეიშვილი, ახალაია, ამათ ჩაიდინეს გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობა, აუპატიურებდნენ, ართმევდნენ ქონებას
მიხეილ ყაველაშვილი - ბადრი ბასიშვილი, გივი თარგამაძე, უტიაშვილი, ადეიშვილი, ახალაია, ამათ ჩაიდინეს გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობა, აუპატიურებდნენ, ართმევდნენ ქონებას

ბადრი ბასიშვილი, გივი თარგამაძე, შოთა უტიაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩაიდინეს სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის მკვლელობა, ასობით ახალგაზრდა ჩახოცეს ქუჩაში, ვინც შევარდა „ტვ იმედში“, ვინც ქონებებს ართმევდა, აუპატიურებდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ყაველაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახალგაზრდებში ამ ადამიანების რომანტიზებას ახდენს.

„ბადრი ბასიშვილი, გივი თარგამაძე, შოთა უტიაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია – ყველაზე მეტად მწამებელი, მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩაიდინეს სანდრო გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობა, ასობით ახალგაზრდა ჩახოცეს ქუჩაში, ვინც შევარდნენ „ტვ იმედში“, გამოათრიეს და ძირს ათრიეს ახლა „ტვ პირველის“ ჟურნალისტები – დიანა ტრაპაიძე და ინგა გრიგოლია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ქონებებს ართმევდნენ, აუპატიურებდნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, ყაველაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ გადასულია „ნაცმოძრაობის“ რიგებში.

„თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ გადასულია „ნაცმოძრაობის“ რიგებში. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. გუშინ ერთად იდგნენ „ლელოც“, სალომე ზურაბიშვილიც, გახარიაც. ამას ვგულისხმობდით, რომ ესენი არიან ერთი ძალა, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები და მართავენ ვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.