მიხეილ ყაველაშვილი - არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი
არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ევროკავშირთან მიმართებაში მიმდინარეობს.
„წლების წინ ჩვენ მიერ იყო ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, რაც ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, რომ რატომ ვსაუბრობდით ასე პირდაპირ, რაში იყო საქმე. დღეს კი აშკარად გამოჩნდა მთლიანი სურათი არსებული გამოწვევებისა ამ გლობალიზაციის სახით, რაც ჩვენ წინასწარვე გავაანალიზეთ და მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მომზადებული ყოფილიყო გამოწვევებისთვის, რაც დღეს პრინციპში გამოიკვეთა კიდევაც ევროკავშირთან მიმართებაში, მისი ბიუროკრატიის მმართველობასთან, აშშ-თან ერთგვარ დაპირისპირებასთან და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებული მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ და სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგ ქვეყნებში, ერთმანეთთან დამოკიდებულებებში და ა.შ., ამერიკის ადმინისტრაციას, აშშ-ს და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის. ეს ჩვენ რას გვაძლევს? რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს, ყოველთვის ჩვენი მოთხოვნა იყო და აქ უკვე უფრო მეტად გამოიკვეთა ის აზრი, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპის ნაწილი იყოს და იმედოვნებს, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.
„კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებული, ვგულისხმობ გამარჯვებას იმაში, რომ არ დავუშვათ საქართველოში რადიკალური ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნის ჩარევები და ა.შ. ვიყოთ მომართული იმისთვის, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს გავაგრძელოთ განვითარების გზა ეკონომიკური განვითარების, სოციალური, კულტურული, ამაში ვიყოთ მზად საქართველოს მოქალაქეები. პროცესი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვიძლევით მაგალითს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი საკუთარი ეროვნული ინტერესები, საკუთარი ეკონომიკა, საკუთარი მოქალაქეები, საკუთარი კულტურა და ა.შ. და ამ კონტექსტში გქონდეს თანაბარი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ეს იქნებიან ჩვენი ახლო მეზობლები, პარტნიორები, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის.
რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, ამას მუდმივად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიზისი, მათ აქვთ სხვადასხვა გამოწვევა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესები ჰპოვებს იეთ განვითარებას, როგორსაც იმსახურებს ევროპა, რისთვისაც გვაქვს ჩვენ ეს მოლოდინი, რომ აუცილებლად გვინდა, ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.